საპოგოვი 26 წლის ფორვარდია. ის "ვოლგაში" გია გრიგალავას თანაგუნდელი იყო, შარშან კი ლატვიურ "იურმალაში" თამაშობდა.
თვითკრიტიკულიაო, ვერ ვიტყვით, რადგან აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება... ტურინის "იუვენტუსში" სურს.
როდესაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით გია გრიგალავას გარშემო სკანდალი ატყდა, ერთ-ერთმა პირველმა საპოგოვმა აიმაღლა ხმა და განაცხადა:
"ეს არის მორიგი ბინძური საქციელი "ანჟისგან". მათ სურთ, ამით ზეწოლა მოახდინონ ფეხბურთელზე, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა სურს.
ერთი წელი მის გვერდით
ის დაბადების დღეებზეც კი არ აძლევდა თავს ზედმეტის საშუალებას. ვეუბნებოდი კიდეც, შენ ხომ ქართველი ხარ, ღვინოს რატომ არ სვამ? ის კი მპასუხობდა, მე პროფესიონალი ვარო".
რამდენიმე დღის შემდეგ გია გრიგალავამ განაცხადა, რომ საპოგოვს დიდი მომავალი აქვს:
"ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ ის რუსული პრემიერლიგის დონეს შეეფერება. ერთ წელიწადში მან მეტი გაიტანა, ვიდრე სხვებმა 3-4 სეზონში.
ვიცი, რომ მისი ოცნება "იუვენტუსია". ჩემი აზრით, იტალიის საშუალო გუნდებში საპოგოვი მართლა გაქაჩავს".
12 თებერვალს საპოგოვმა "ჩემპიონატთან" მორიგ კომენტარში ისევ ახსენა გია გრიგალავა:
"პროფესიონალიზმით მე შეიძლება მხოლოდ სამი ფეხბურთელი შემედაროს: ჯანლუკა ძამბროტა, პაველ ნედვედი და არანორმალური გრიგალავა, რომელიც არდადეგებზეც კი ვარჯიშობს".