ქართული გუნდებისგან უარყოფილმა დავით კოხიამ სერბული "ვოივოდინა" მოხიბლა

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით კოხია და მისი მენეჯერი სერგო ქუთათელაძე
თურქეთში, ბათუმის "დინამოსა" და ნოვი სადის "ვოივოდინას" საკონტროლო შეხვედრისას, სერბული კლუბის შემადგენლობაში შეცვლაზე დავით კოხია გამოჩნდა.

მასზე უკვე ვწერდით - 21 წლის ქართველი უნივერსალი სერბებმა სინჯებზე მიიწვიეს. 4:0-ზე მოგებულ მატჩში კი კოხიამ თურმე ჩინებულად ითამაშა და "ვოივოდინამ" მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. ეს ამბავი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში გუნდის მწვრთნელმა ზორან მარიჩმა გვამცნო.

"კოხია ჩვენთან ათ დღეზე მეტხანს ვარჯიშობდა, საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა... ეს ახალგაზრდა ძალიან მომეწონა. ვხედავ, რომ ის გუნდს იოლად შეეწყო და
მოთამაშეებმაც კარგად მიიღეს.

მჯერა, კოხია შემდეგშიც დაამტკიცებს, რომ "ვოევოდინაში" თამაშს იმსახურებს. თურქული შეკრების შემდეგ ქართველი ჩვენთან ერთად ნოვი სადში გამოემგზავრება და კონტრაქტსაც იქ გავუფორმებთ", - ამბობს მარიჩი.

დავუკავშირდით ფეხბურთელის მენეჯერ სერგო ქუთათელაძეს, რომელიც ამბობს, რომ კოხიასთან წლინახევრიანი ხელშეკრულება გაფორმდება:

"დათომ თავი ჩინებულად გამოავლინა. ყველაზე მეტად ის გაუკვირდათ, რომ რამდენიმე პოზიციაზე მოსინჯეს და ყველგან თანაბარი სიძლიერით ითამაშა. ასეთ უნივერსალს ყველა კლუბი ეძებს.

არადა, კოხიას ქართულმა გუნდებმა სინჯებზეც უარი უთხრეს, სერბები კი წლინახევრიან კონტრაქტს გაუფორმებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით კოხია: იმედია, "ვოივოდინასთან" კონტრაქტს გავაფორმებ
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიფიამ კიდე ეძებოს გადაღრძუებული ლეგიონერები............
zura
15:19 13-02-2015
0
წარმატებები! ნაკრებს გამოადგება შენისთანა ნიჭიერი ახალგაზრდები!
zura
15:20 13-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული