კაშიასა და ყაზაიშვილის "ვიტესმა" შინ "ვილემი" დაამარცხა

AutoSharing Option
14 თებერვალს გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში შინ "ვილემი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

გუნდის კაპიტანია კაშია და ნახევარმცველი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეხვედრა სრულად ჩაატარეს. გატანილი გოლის ავტორები ლაბიადი და ტრაორე გახდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ "ვიტესს" 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული