კახა ალადაშვილმა "სახალინს" ეფექტური ჯარიმა გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პირველი ლიგის (FNL) თასის გათამაშებაში, რომელიც გასაგები მიზეზების გამო თურქეთში ტარდება, ხაბაროვსკის "სკა ენერგია" "სახალინს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ხაბაროვსკელთა შორის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე კახა ალადაშვილმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქემ ანგარიშის გაყაიმება შეძლო.

ამ თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო გოგიტა გოგუა, თუმცა მოედანი 14 წუთში, სავარაუდოდ, ტრავმის გამო დატოვა.

4-გუნდიან ჯგუფში ალადაშვილის "სკა ენერგიას" 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და კვარტეტის ლიდერ "ვოლგას" მთელი 5 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული