ლეგიონი: უჩა ლობჟანიძე კვიპროსის თასის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
კვიპროსის თასზე საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. ნახევარფინალში გავიდა უჩა ლობჟანიძის "ომონია", რომელმაც გასვლაზე 5:0 მოუგო "კარმიოტისას". პირველი შეხვედრაც "ომონიას" ჰქონდა მოგებული (2:0).

ლობჟანიძემ გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა, დამარცხებულთა შორის კი ვეტერანი უნივერსალი ლევან მაღრაძე გამოჩნდა.

სამწუხაროდ, ნახევარფინალში ვერ გავიდა სამი ქართველის "ოთელოსი", რომელიც ფრედ (1:1) დასრულებული საშინაო მატჩის შემდეგ გასვლაზე უშანსოდ დამარცხდა ლარნაკას აეკ-თან (0:4).

თუ პოპულარულ "სოკერვეის" ვენდობით, წაგებულთა რიგებში სრულად მხოლოდ მეკარე როინ კვასხვაძემ ითამაშა, არ გამოჩენილან ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული