დიდია ალბათობა, თემურ ქეცბაია სამუშაოდ აზერბაიჯანში მიიწვიონ

AutoSharing Option
"გაბალას" ხელმძღვანელობა უკრაინელი მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის შემცვლელს ეძებს. "აზერიფუტბოლის" ინფორმაციით, დიდია ალბათობა, გუნდი საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ "გაბალაში" ქეცბაიას დანიშვნა იანვარშიც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ეს არ გამოვიდა.

"აზერიფუტბოლის" ცნობით, "გაბალას" პრეზიდენტი ტალე ჰეიდაროვი იმედგაცრუებულია გრიგორჩუკის მუშაობით, განსაკუთრებით მას მერე, რაც თავად უცქირა "გაბალას" მარცხს (1:3) ბაქოს "ნეფთჩისთან".

აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ ქეცბაიას ზურგს უკან მდიდარი სათამაშო და სამწვრთნელო კარიერაა. იმ შემთხვევაში, თუ ქეცბაია "გაბალას" ჩაიბარებს, ის აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში დასაქმებული მესამე ქართველი მწვრთნელი გახდება კახა
ცხადაძისა
და გიორგი ჩიხრაძის შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
Xხორვატიას რომ მოუგო იმის მერე 4 წელი იმუშავა და მარტო ბელარუსიას და გიბრალტარს მოუგო. როგორ ფიქრობთ 4 წელში 2 მოგება მაგარია? ამ 4 წელში 9 მილიონი აიღო..
gigi
20:48 19-02-2015
0
მეც შემიგინია ზმა ტემურიზე,მაგრამ მაგარია.ახლა ვნახოტ რას ვიზავტ,იმედიანა კი ვარ მაგრამ პეხბურტელტა კონტიგენტი?
xashura
21:38 19-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული