შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აეკ-ი, ფაქტობრივად, დაბრუნებულია საბერძნეთის სუპერლიგაში და ცხადია, მომავალი სეზონისთვის გაძლიერება სურს.
ბერძნული კლუბის წარმომადგენლები ლორიას უკვე დაუკავშირდნენ, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ უფრო მეტი ხელფასის გადახდა მოუწევთ, ვიდრე მეკარეს ოფი-ში აქვს.
გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლორია კრეტულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"