თურქულ შეკრებაზე მყოფმა მინსკის "დინამომ", სადაც სინჯებზე საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი ფოფხაძე იმყოფება, 19 თებერვალს ანტალიაში ამხანაგური მატჩი მოსკოვის "სპარტაკთან" ჩაატარა.
ფოფხაძემ ბელორუსის გუნდში, რომელსაც თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი (უმცროსი) წვრთნის, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მის წინააღმდეგ არ უთამაშია მოსკოვური გუნდის ქართველ ჰავბეკ ჯანო ანანიძეს, რომელმაც შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
მატჩი "სპარტაკმა" მინიმალური ანგარიშით მოიგო. მისი დასრულების შემდეგ კი ფოფხაძის თაობაზე მცირე კომენტარი დუშან უჰრინმა გააკეთა: "ამ თამაშში ახალ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდით, მათ შორის,
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მარცხენა მცველს, მინსკის "დინამოს" გარდა, კარიერის პოლონურ "იაგელონიაში" გაგრძელების ვარიანტიც აქვს, რომლის ღირსებას უწინაც იცავდა.