გურამ კაშია: მე ამ გუნდით ამაყი ვარ!

AutoSharing Option
ჰოლანდიურ ერედივიზიეში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა ქართველთა "ვიტესმა", სტუმრად "ტვენტეს" 2:1 აჯობა.

ამ შეხვედრაში გამარჯვების გოლი მატჩის უკანასკნელ წამებზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. 22 წლის ნახევარმცველისთვის ეს მე-5 გოლია ჩემპიონატში.

"ვიტესი" 37 ქულით მე-7 ადგილზეა, სეზონის ბოლოს მე-4-მე-7-ადგილოსნები ევროპალიგის საგზურისთვის 2-რაუნდიან პლეი ოფს გამართავენ.

თამაშის შემდეგ გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ამაყი იყო "ვიტესის" მიერ გამოვლენილი მებრძოლი სულით:

"განსაკუთრებით, 1:1-ის შემდეგ დიდებული მებრძოლი სული გამოვავლინეთ. ჩვენ თავიდანვე დავწინაურდით, თუმცა მატჩის ბედი ბოლოს ვაკოს შესანიშნავმა გოლმა გადაწყვიტა. გოლის გაშვების შემდეგ სტაბილურად ვთამაშობდით, მეტიც,
უფრო მეტად მოვინდომეთ, ბევრი ვიშრომეთ.

ჩვენი წარმატების საიდუმლო კი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანი ცდილობს, დაეხმაროს თანაგუნდელს მოედანზე.

რა თქმა უნდა, ბოლოს გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ მოგებას მხოლოდ იღბალს ვერ დავაბრალებ.

საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ და ისე აღარ ვრისკავთ, როგორც სეზონის პირველ ნახევარში. ახლა ყველაფერი დალაგდა.

ენსხედეში ნებისმიერ გუნდს უჭირს თამაში, ჩვენ კი მოვიგეთ. მე ამ "ვიტესით" ამაყი ვარ", - უთხრა კაშიამ FOX Sports-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული