ლეგიონი: მამუკა კობახიძემ "რუბინის" საკონტროლო მატჩში უზბეკურ გუნდს გაუტანა

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის თასის გათამაშებაში მეხუთე ადგილს ვერ შესწვდა ხაბაროვსკის "სკა ენერგია". ქართველების გუნდმა იაროსლავლის "შინიკთან" სტუმრად 0:3 წააგო. "სკა ენერგიას" რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ რუსეთის მოქალაქეები - გუჯა რუხაია და ლაშა იმედაშვილი. არ უთამაშიათ გოგიტა გოგუასა და კახა ალადაშვილს.

ყაზანის "რუბინმა" ამხანაგურ შეხვედრაში გაანადგურა უზბეკური "ბუხარა" - 4:1. აზიელებს ოთხიდან ერთი გოლი მამუკა კობახიძემ გაუტანა 81-ე წუთზე. მან, ისევე, როგორც საბა კვირკველიამ, მეორე ტაიმი გაატარა მინდორზე.

* * *
რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, "ჩაჰლაული"-"კლუჟის" შეხვედრაში (0:0), არ უთამაშია საქართველოს ნაკრების
შემტევ გიორგი ჭანტურიას - ქართველმა შემტევმა დისკვალიფიკაციის გამო იუქმა.

* * *
დანიის პირველობაზე "ოდენსემ" გასვლაზე 0:3 წააგო "მიდტიულანდთან". "ოდენსეს" ჩვენებური ფორვარდი ლადო დვალიშვილი სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული