ჯაბა კანკავა: მალტა და გერმანია? ყველაფერი მინდორზე უნდა დავამტკიცოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შესანიშნავად ითამაშა ევროპალიგის მეთექვსმეტედფინალის პირველ შეხვედრაში, ბერძნული "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ.

50-ე წუთზე სწორედ მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ გაიხსნა ანგარიში.


"ლელო" კანკავას უკრაინაში შეეხმიანა.

- გილოცავთ მეტად მნიშვნელოვან გოლს. როგორ იხსენებთ იმ ეპიზოდს?
- რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო. "ოლიმპიაკოსი" ძლიერი მეტოქეა. გოლს რაც შეეხება, მგონი, არ გამოვიდა ურიგო... რა ვიცი, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი...

- ტრავმის გამო კარგა ხანი გაგიცდათ. ელოდით, რომ მწვრთნელი მირონ
მარკევიჩი ძირითადში დაგაყენებდათ?

- არ ვიცოდი, ვითამაშებდი თუ არა ძირითადში. მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და მეც, რაც შემეძლო, ის გავაკეთე.

- როგორ ფიქრობთ, "დნიპრო" პირველი მატჩის შედეგის (2:0) შემდეგ წყვილში აშკარა ფავორიტია?
- ჩვენი შანსები ახლა უკეთესია, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. "ოლიმპიაკოსი" შინ შესანიშნავად თამაშობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა, თუნდაც - ჩემპიონთა ლიგაში.

- კარს მოგვადგა მალტასა და გერმანიასთან გასამართავი სანაკრებო მატჩები...
- ახლა ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. ყველაფერი საქმით, მინდორზე უნდა დავამტკიცოთ.

აქვე, კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო კახა ცხადაძეს. ერთიც - სასიამოვნოა და საპასუხისმგებლო გერმანიის დონის ნაკრებთან თამაში.

- უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე თუ გადაწყდა საბოლოოდ, როდის გაგრძელდება ქვეყნის ჩემპიონატი?
- ჩემპიონატი მარტის დასაწყისში უნდა გაგრძელდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ე ბიჭო არ მოუგოთ გერმანიას , სირცხვილია სახლში თამაშობს....
ეეჰ
15:14 26-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული