მაგრამ ახლახან, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, არველაძემ დვალის ტრანსფერზე რომ ილაპარაკა, საინტერესო ამბავი მოაყოლა:
"ვცდილობ, ქართველი ფეხბურთელი ჩემს გუნდში სულ იყოს. იმედი მაქვს, ლაშა დვალისა და ოთო გოშაძის გარდა, "ქასიმფაშა" მალე კიდევ ერთ ჩვენებურს დაიმატებს. მით უმეტეს, თვალი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქართველს დავადგი" (იხილეთ ვრცლად).
მართალია, "ქასიმფაშას" მწვრთნელმა მისი ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ საინტერესო მინიშნება
ცხადია, დავინტერესდით, ვინ არის "დინამოს" ის 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც შოთას მოსწონს. ამჟამად, თბილისურ გუნდში ამ ასაკის მხოლოდ ორი ფეხბურთელია: მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე და შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი.
როცა გამოვიკვლიეთ, შევიტყვეთ, რომ თურქული კლუბის ქართველი დამრიგებელი სწორედ პაპუნაშვილით დაინტერესებულა.
ინფორმაციის გადამოწმების საშუალება თავად არველაძესთან გვქონდა, რომელიც ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა. ცხადია, მან პირდაპირ არ თქვა, მაგრამ ჩვენს კითხვაზე გაეცინა და ახალგაზრდა დინამოელის მიმართ ინტერესი ამ სიტყვებით დაგვიდასტურა:
"პაპუნაშვილი? მაგარი ცაცია აქვს, ტექნიკური და ნიჭიერია. ძალიან მომწონს".
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ გამოკითხვაში, უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. მოკლე ხანში ის "დინამოს" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოგვევლინა, 2014 წლიდან კი, თემურ ქეცბაია სისტემატურად იწვევდა ეროვნულ ნაკრებში...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"