თორნიკე ოქრიაშვილის ახალი პრობლემა - მუხლის ტრავმა

AutoSharing Option
voetbalnieuws.be-ის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილის პრობლემები "გენკში" არ ილევა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მან, როგორც იქნა, მოაგვარა სამშობლოსთან ნოსტალგიის პრობლემა, მაგრამ გასულ კვირაში გრიპის ვირუსმა შემოუტია. მიუხედავად ამისა, თორნიკემ "ანდერლეხტთან" თამაში შეძლო.

ახლა თორნიკეს ახალი პრობლემა აქვს - მუხლის ტრავმა, რის გამოც მან ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა "გენკთან" ერთად.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ოქრიაშვილი "ლიერსთან" საგარეო მატჩში 28 თებერვალს.

"გენკი" 43 ქულით მე-7 ადგილზეა. საჩემპიონო რაუნდში ბრძოლას 6 გუნდი აგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბ-ნო ნიკოლოზ! იქნებ კონკრეტულად დაგეწერათ რა სახის ტრავმა მიიღო თორნიკემ?
გუჯა კახაძე
27 თებერვალი 2015 10:59
0
მიდი თორნიკე გაგვახარე,მაგარი და ნიჭიერი ბიჭი ხარ.
გიორგი/
27 თებერვალი 2015 10:04
0
გრიშა შენ რას თამაშობ ძალიან საინტერესოა ასე რომ ამბობ შეიძლება არ ფრინავს მაგრამ ხშირად ათრევს ხოლმე ბელგიელ მცველებს და დიდ წარმატეებბსაც მიაღწევს თუ მოინდომებს
Giorga
27 თებერვალი 2015 01:37
0
ფეხბურთელის ტრამვა რა გასაკვირი გაგიხდა გრისჰა?
levani
26 თებერვალი 2015 17:26
0
წადი ბიძიკო ჭადრაკი ითამაშე, ხომ ხედავ ფეხბურთი შენი სპორტი არ არის :)))
grisha
26 თებერვალი 2015 16:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული