"როცა კარგად ხარ და გენდობიან..." - რატომ დარჩა საბა კვირკველია "რუბინში"

AutoSharing Option
საბა კვირკველია ყაზანის "რუბინში" დარჩა. გუნდის მთავარი მწვრთნელ რინატ ბილიალეტდინოვის მიერ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ თითქოს ქართველის წასვლის ვარიანტი განიხილებოდა, არ გამართლდა. "რუბინის" თავკაცმა მოსკოვის ცსკა-სა და "დინამოს" ინტერესებზე ილაპარაკა, მაგრამ...

რადგან 1-ელმა მარტმა (რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" დაიხურა) ისე ჩაიარა, რომ კვირკველიას სადმე წასვლაზე არაფერი თქმულა, გამოდის, რომ ის "რუბინში" მინიმუმ ზაფხულამდე დარჩა.

"ლელო" მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა:

"როგორც გითხარით, არსად წასვლა არ მსურდა. ასე რომ, სეზონს "რუბინში" განვაახლებ.

რადგან ბილიალეტდინოვმა ცსკა-სა და "დინამოზე" საჯაროდ ილაპარაკა, ესე იგი, ის
ასპროცენტიან ინფორმაციას ფლობდა.

მოსკოვურ გუნდებს კი ჩემი დასაწუნი არაფერი აქვთ, მაგრამ მე "რუბინში" დარჩენა მირჩევნია. როცა კარგად ხარ, გენდობიან და გათამაშებენ, ასეთი კლუბიდან წასვლა გაუმართლებელია. ამ ეტაპზე ასეა და მერე ვნახოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილი პროფესიონალი
დათო
01:14 04-03-2015
0
შენ გაიხარე,ჭკვიანურია!!! მოთმინებით!!!
Bacho
19:55 03-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული