რადგან 1-ელმა მარტმა (რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" დაიხურა) ისე ჩაიარა, რომ კვირკველიას სადმე წასვლაზე არაფერი თქმულა, გამოდის, რომ ის "რუბინში" მინიმუმ ზაფხულამდე დარჩა.
"ლელო" მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა:
"როგორც გითხარით, არსად წასვლა არ მსურდა. ასე რომ, სეზონს "რუბინში" განვაახლებ.
რადგან ბილიალეტდინოვმა ცსკა-სა და "დინამოზე" საჯაროდ ილაპარაკა, ესე იგი, ის
მოსკოვურ გუნდებს კი ჩემი დასაწუნი არაფერი აქვთ, მაგრამ მე "რუბინში" დარჩენა მირჩევნია. როცა კარგად ხარ, გენდობიან და გათამაშებენ, ასეთი კლუბიდან წასვლა გაუმართლებელია. ამ ეტაპზე ასეა და მერე ვნახოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"