მატჩის შემდეგ "ვიტესის" ლიდერმა და საქართველოს ნაკრების მცველმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა:
"შარშან ძალიან რთული ვითარება იყო გუნდში. ერთმანეთს ვაბრალებდით ბევრ რამეს და კინაღამ დავიშალეთ.
ახლა ჩვენს გასახდელში დიდებული ატმოსფეროა - ერთმანეთს ვუსმენთ და ერთმანეთისთვის ვიბრძვით. "ვიტესის" წარმატების მთავარი წინაპირობა გუნდური სულისკვეთებაა", - აღნიშნა კაშიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"