ბოლო ტურში "ვიტესს" გუნდის კაპიტანი გურამ კაშია საგოლე პასით შეეწია, თუმცა მომდევნო ტურში, 7 მარტს "ჰერაკლესის" წინააღმდეგ ქართველი ვერ ითამაშებს.
კაშიას ტრავმა არ მიუღია, მას უბრალოდ, სეზონში 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ავტომატურად დისკვალიფიცირებულია.
შეგახსენებთ, რომ "ვიტესში" კიდევ ერთი ქართველი, ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.