საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა მეორედ ითამაშა "ოდენსეს" დუბლშემადგენლობაში, რომელმაც 3:1 მოუგო "ლუნგბიუს".
ლადომ მინდორზე 90 წუთი გაატარა. შეგახსენებთ - დანიის ჩემპიონატის წინა უქმეებზე "ოდენსემ" შინ 1:0 რომ მოუგო "ბრონდბიუს", დვალიშვილი ამ მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"