გიორგი ფეიქრიშვილი ისევ ყაზახეთში დაბრუნდა

AutoSharing Option
დიდი ხანია, გიორგი ფეიქრიშვილი არსად ჩანდა. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბოლოს ყაზახურ "ატირაუში" ირიცხებოდა და მასთან ერთად ქვეყნის თასს დაეუფლა.

მაგრამ ყაზახეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, 30 წელს გადაცილებულ ლეგიონერს ამ ქვეყანაში თამაშის უფლება აღარ ჰქონდა. ფეიქრიშვილმა ყაზახეთის მოქალაქეობის მიღება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

შემდეგ ფეიქრიშვილი კარიერის გაგრძელებას საქართველოში გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, ისევ ყაზახეთს მიაშურა და ატირაუს მეორე გუნდში, I დივიზიონის ბინადარ "კასპიიში" ჩაირიცხა.

"წლეულს ყაზახეთში ასაკობრივი ლიმიტი გააუქმეს და დავბრუნდი. ჩემი აყვანა ისევ "ატირაუს" სურდა,
მაგრამ ნახევარი სეზონი გამიცდა და დროებით, პირველ ლიგის გუნდში ჩავირიცხე. თუმცა, დიდი ალბათობით, ზაფხულში ისევ პრემიერლიგის გუნდში დავბრუნდები", - ამბობს ფეიქრიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული