ამის შესახებ უკრაინული საიტი matchday.ua იუწყება.
როგორც უკრაინელები წერენ, ამჟამად დათო ფორმის შენარჩუნებაზე "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ზრუნავს. მისი გადაბირება უკრაინაში "ჰოვერლას" სურდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა უჟგოროდში კარიერის გაგრძელება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველმა სეზონი მარიუპოლის "ილიჩევეცში" იჯარით დაიწყო, თუმცა უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო გუნდი დატოვა.