ოფი-ს 10 ქულა დააკლდა და 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა სუპერლიგაში. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა დროებით შეჩერებულია.
5 მარტს ქართველთა გუნდს "ქსანთისთან" სათასო თამაში ელის, რომელშიც ქართველი ლეგიონერები, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ლორია მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი 1/4-ფინალური მატჩი 1:1 დასრულდა.
gentikoule.gr-ის ცნობით, გიორგი მერებაშვილმა უკვე აცნობა მწვრთნელ ნიკოს ანასტოპულოსს, რომ არ ითამაშებს "ქსანთის" წინააღმდეგ. მიზეზი, დაპირებების მიუხედავად, ხელფასის გადაუხდელობაა.
ამის გამო ოფი 13 ფეხბურთელის ამარა
"ქსანთისთან" არ იქნება ლორიაც, რომელმაც გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრება, რადგან მეუღლე ავად ჰყავს.