"სხვა არჩევანი აღარ დამრჩა!" - გიორგი მერებაშვილი ფიფაში ჩივის

AutoSharing Option
ადრეც გვეწერა, რომ ოფი-ს ქართველმა ლეგიონერებმა, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ კრეტულ კლუბს, შესაძლოა, ფიფაში უჩივლონ. მათ თვეებია, ხელფასი არ აუღიათ.

5 მარტს მერებაშვილმა ბერძნულ მედიას უთხრა, რომ ოფი-ში თამაშს აღარ აპირებს.

"გადავწყვიტე, ოფი-დან წავიდე. ჩემი გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. კლუბის მხრიდან ფეხბურთელების მიმართ პატივისცემა არ იგრძნობა.

როცა საქმე ასეა, აღარ უნდა დარჩე. მინდოდა, ოფი-ს დავხმარებოდი, მაგრამ სხვა არჩევანი აღარ დამრჩა.

ახლა ფიფაში გავგზავნი საჩივარს და შედეგს დაველოდები", - განაცხადა 28 წლის შემტევმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამიტომ არ არის საჭირო ალთა-ბალთა სირბილი.
ქართველი, ოსი და აფხაზი... ეხ, ეს დიადი სამეული გაგვამეორებინა.
0
კი ბედნიერია
დავითი
16:52 06-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული