"ქასიმფაშას" ლაშა დვალი მოსწონს და "რედინგიდან" მის გამოსყიდვას აპირებს

AutoSharing Option
თურქული aksam-ის ინფორმაციით, "ქასიმფაშას" ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს ახალწვეული ლაშა დვალი და მის გამოსყიდვას აპირებს ინგლისური "რედინგიდან".

"ლაშა დვალმა უკვე სამი თამაში ითამაშა "ქასიმფაშაში" და უფრო რეალური გახდა მისი გამოსყიდვა "რედინგიდან". ამისთვის კლუბს დასჭირდება 200 ათასი ევრო, პლუს ხელფასი ქართველ ფეხბურთელს, რომელიც 5 ათას ევროს შეადგენს და თამაშზე ბონუსი ათასი ევროა.

აგრეთვე, აღსანიშნავია ლაშა დვალის სურვილი, კარიერა სუპერლიგაში გააგრძელოს", - წერს საიტი.

6 მარტს "ქასიმფაშა" "ახიშარს" მასპინძლობს. დვალი ამ შეხვედრისთვის გუნდთან ერთად ემზადება. შეგახსენებთ, რომ "ქასიმფაშას" შოთა არველაძე წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლაშა მარცხენა მცველი ძალიან ჭირდენა ნაკრებს და შენ უნდა დაიკავო ეგ ადგილი წარმატებები
Giorga
21:01 06-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული