დავით სირაძემ კიშინიოვის "დაჩიას" სადებიუტო გოლით მოაგებინა

AutoSharing Option
9 მარტს, მოლდოვის ჩემპიონატის 21-ე ტურში ჩადირ ლუნგის "საქსანმა" კიშინიოვის "დაჩიას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე "დაჩიას" ახალწვეულმა, დავით სირაძემ გაიტანა. 33 წლის სირაძემ მეორედ ითამაშა "დაჩიაში" ბოლნისის "სიონიდან" გადასვლის მერე. ამით "დაჩია" ლიდერ "შერიფს" გაუთანაბრდა.

"დაჩიას" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ სირაძე და ჯაბა დვალი. სირაძე 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალი - 59-ეზე. მასპინძელთა რიგებში 88-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი გოგინაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგარი ხარ დავით ეგრე გააგრძელე
giorgi
22:50 09-03-2015
0
ნაკრებში!
Zviad
05:51 10-03-2015
0

სიახლეები პოპულარული