სანდრო კობახიძე: ჩვენი მიზანი მეხუთე ადგილია

AutoSharing Option
უკრაინის განახლებულ პირველობაზე ლუცკის "ვოლინი" შინ 1:1 დაუზავდა "ჩერნომორეცს". ამ შეხვედრაში სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა.

"ვოლინის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა მცირე ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელთან.

- სანდრო, "ჩერნომორეცთან" მატჩში გუნდი ბევრს უტევდა, ბევრი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ გოლი მხოლოდ ერთი გაიტანეთ...
- ზუსტად მომენტების რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ და ეს არ გვეყო მოგებისთვის. ახლახან ვნახე სტატისტიკა - მეტოქის კარში 28-ჯერ დაგვირტყამს და მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ. მეკარემაც ძალიან კარგად ითამაშა.

სამწუხაროა, რომ კარგ თამაშში ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენი მიზანი უკრაინაში მეხუთე ადგილის დაკავებაა.

- ისე ჩანდა,
რომ მატჩის ბოლოს ზედმეტად ჩქარობდით...
- ხშირად ხდება ასე და ეს სიჩქარე კარგს არაფერს მოგიტანს, ნაკლებად კონსტრუქციულია. ერიკს დარტყმები არაფრით წაუვიდა. ასეთ მომენტებს ერიკი ვარჯიშებზე დახუჭული თვალებით იყენებს. ახლა მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც "კარპატისთან" გველის.

- თუ იციან გუნდის ახალწვეულებმა, რას ნიშნავს ეს თამაში კლუბისთვის?
- რა თქმა უნდა, იციან, თუმცა ისიც არის, რომ ჩვენთვის ყოველი მატჩი დერბის ტოლფასია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული