"სულ მინდოდა, ჩემს გუნდში მყოლოდა" - არველაძეს ლორია "ქასიმფაშაში" მიჰყავს

AutoSharing Option
შოთა არველაძესთან სასაუბრო არასოდეს დაილევა. ჯერ ერთი, გაცხადდა კახა ცხადაძის პირველი სანაკრებო სია. მეორეც, შოთას "ქასიმფაშამ" თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ვერ შეინარჩუნა ორბურთიანი უპირატესობა და შინ "ახისარს" დაუზავდა (2:2).

და მთავარი - "ლელომ" შოთა არველაძესთან გადაამოწმა ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სეზონის ბოლოს ბერძნული ოფი-სა და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას "ქასიმფაშაში" გააგრძელებს.

"ამ ეტაპზე, "ქასიმფაშა" საკუთარი თამაშის ძიებაშია, - გვითხრა შოთამ, - სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიპოვეთ ის თამაში, რომლისკენაც მივდივართ. კიდევ ვუშვებთ შეცდომებს და თურქეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში
დასანანი ორი ქულაც დავკარგეთ. კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდით მიდგას. მჯერა, მალე დავძლევთ ამ რთულ პერიოდს".

შოთას კომენტარი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაზეც ვთხოვეთ:

"აქ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც კახა ცხადაძეს სჭირდება. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას გუნდსა და მის ახალ მწვრთნელს. ძალიან მინდა, გერმანიასთან თამაშზე ჩამოვიდე და იმედია, მოვახერხებ".

გიორგი ლორიასთან დაკავშირებით კი "ქასიმფაშას" თავკაცმა ეს გვითხრა:

"გიორგი მაღალი დონის მეკარე და პროფესიონალია. მისი თამაში სულ მომწონდა და სულ მინდოდა, ჩემს გუნდში მყოლოდა. ტრანსფერი? ვნახოთ, რა იქნება სეზონის ბოლოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ დატოვეს შოთა ფაშებმა ქასიმფაშაში ჯერ ეს ვიკითხოთ
0
გაივსო ,,გრუზინებით,, ქასიმპაშა
არა სერიოზულია...
14:54 11-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული