ლეგიონი: ქართველების "ანორთოსისი" კვიპროსის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

AutoSharing Option
ქართველების "ანორთოსისი" კვიპროსის თასის გათამაშებას გამოეთიშა. მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ორი ჩვენებურის გუნდი სტუმრად 0:2 დამარცხდა "აპოელთან".

გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე ფამაგუსტელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

* * *
პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" სტუმრად მოუგო (1:0) "ბენფიკას" სარეზერვო გუნდს და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარა - მეცხრე ადგილზეა და მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანს, რომელსაც მთავარი დივიზიონის საგზური ავტომატურად ერგება.

რაც შეეხება 24 წლის ქართველ მეკარეს, ამ კონკრეტულ შეხვედრაში ის ძირითად შემადგენლობაში იყო, 83-ე
წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული