ლეგიონის გოლები: ვაკოს ინდივიდუალური, ყენიას საჯარიმო, კობახიძის ჩახვეული [VIDEO]

AutoSharing Option
პარასკევს, 13 მარტს ბევრი საინტერესო რამ მოხდა ქართულ ლეგიონში, იყო წარმატება და წარუმატებლობაც. ამ დღეს სამი ქართული გოლი გავიდა - ჰოლანდიაში ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, ჩეხეთში - ლევან ყენიამ, უკრაინაში - სანდრო კობახიძემ. სასიხარულოა, რომ სამივე ეროვნული ნაკრების წევრია.

* * *
"ვიტესმა" "ალკმაარს" 3:1 მოუგო, ამ შეხვედრაში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ორივემ ძალიან კარგად ითამაშა, უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ვაკომ მეტოქეს ბურთი აართვა, მოატყუა ერთი მცველი, საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეც მშრალზე დატოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეს ინდივიდუალური
გოლი ამ ჩემპიონატში მისთვის მეექვსე იყო.

* * *
სანდრო კობახიძის "ვოლინმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა ბუბა დაუშვილის (ტრავმის გამო არ უთამაშია) "კარპატი" - 2:0. სანდრო მატჩის მიწურულს შეცვალეს.

24-ე წუთზე კობახიძეს საჯარიმოს მისადგომთან მიუვიდა ბურთი და ქართველმა ცაციით კარგი გოლი გაიტანა. ეს მისი მესამე გოლი იყო ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ჩეხეთში ლევან ყენიას "სლავიამ" "მლადა ბოლესლავთან" ვერ შეინარჩუნა 2-გოლიანი უპირატესობა და 3:4 წააგო. ქართველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, მეორეში კი ის შეცვალეს (3:3-ზე), მაგრამ მთავარი 37-ე წუთზე შესრულებული ჯარიმა იყო.

ყენიამ ცაციით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი ოფიციალური გოლია "სლავიას" რიგებში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვათა შორის, ლევანმა ზუსტად 11-თვიანი პაუზის მერე, გაიტანა გოლი.

* * *
13 მარტს კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა, "ფლორას" რიგებში თავი ირაკლი ლოგუამ გამოიჩინა, თუმცა ესტონეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერი რუსეთის მოქალაქეა.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში, "კონიასთან" 1:2 მარცხის მერე თანამდებობიდან გადადგა "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე. ამ შეხვედრაში ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა.

* * *
აზერბაიჯანში კახა ცხადაძის (ინტერი) და გიორგი ჩიხრაძის (სიმურგი) გუნდები ქვეყნის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდნენ და არც "ქართული" ფინალია გამორიცხული.

* * *
ლატვიის ჩემპიონატი წაგებით დაიწყო თამაზ პერტიას "სკონტომ", რომლის რიგებშიც სათადარიგო იყო ახალწვეული ლევან მახარაძე. ლატვიის ვიცე-ჩემპიონი სტუმრად "ლიეპაიასთან" დამარცხდა - 2:3.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო, კაი გოლი იყო სამივე
iikkii
10:49 14-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული