* * *
"ვიტესმა" "ალკმაარს" 3:1 მოუგო, ამ შეხვედრაში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ორივემ ძალიან კარგად ითამაშა, უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ვაკომ მეტოქეს ბურთი აართვა, მოატყუა ერთი მცველი, საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეც მშრალზე დატოვა. ეს ინდივიდუალური
* * *
სანდრო კობახიძის "ვოლინმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა ბუბა დაუშვილის (ტრავმის გამო არ უთამაშია) "კარპატი" - 2:0. სანდრო მატჩის მიწურულს შეცვალეს. 24-ე წუთზე კობახიძეს საჯარიმოს მისადგომთან მიუვიდა ბურთი და ქართველმა ცაციით კარგი გოლი გაიტანა. ეს მისი მესამე გოლი იყო ჩემპიონატში.
* * *
ჩეხეთში ლევან ყენიას "სლავიამ" "მლადა ბოლესლავთან" ვერ შეინარჩუნა 2-გოლიანი უპირატესობა და 3:4 წააგო. ქართველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, მეორეში კი ის შეცვალეს (3:3-ზე), მაგრამ მთავარი 37-ე წუთზე შესრულებული ჯარიმა იყო. ყენიამ ცაციით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი ოფიციალური გოლია "სლავიას" რიგებში.
სხვათა შორის, ლევანმა ზუსტად 11-თვიანი პაუზის მერე, გაიტანა გოლი.
* * *
13 მარტს კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა, "ფლორას" რიგებში თავი ირაკლი ლოგუამ გამოიჩინა, თუმცა ესტონეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერი რუსეთის მოქალაქეა. * * *
თურქეთის სუპერლიგაში, "კონიასთან" 1:2 მარცხის მერე თანამდებობიდან გადადგა "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე. ამ შეხვედრაში ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. * * *
აზერბაიჯანში კახა ცხადაძის (ინტერი) და გიორგი ჩიხრაძის (სიმურგი) გუნდები ქვეყნის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდნენ და არც "ქართული" ფინალია გამორიცხული. * * *
ლატვიის ჩემპიონატი წაგებით დაიწყო თამაზ პერტიას "სკონტომ", რომლის რიგებშიც სათადარიგო იყო ახალწვეული ლევან მახარაძე. ლატვიის ვიცე-ჩემპიონი სტუმრად "ლიეპაიასთან" დამარცხდა - 2:3.