არნემის "ვიტესი" შესანიშნავ ფორმაშია - გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი 44 ქულით მე-5 ადგილზეა და მას ბოლო 8 მატჩიდან შვიდი მოგება აქვს და ერთი ფრე.
შესანიშნავად თამაშობენ თავად ქართველი ფეხბურთელები: კაშიამ მოწინავე პოზიციები დაიბრუნა გუნდში (19 თამაში, 1 გოლი), ხოლო ვაკო ყაზაიშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს (26 თამაში, 6 გოლი).