სეზონის დასრულების შემდეგ ბუქარესტის "სტიაუა" საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევის, გიორგი ჭანტურიას გადაბირებას ეცდებაო, - ამის თაობაზე რუმინული მედია წერს.
ამჟამად ჭანტურია "კლუჟში" თამაშობს და, წესით, ზაფხულში უნდა დაუბრუნდეს "ვერონას", სადაც 4-წლიანი კონტრაქტი ელოდება. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა "ლელოს" თავად ჭანტურიამ ამასწინანდელ ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად).
აქვე, ჭანტურიას კომენტარიც:
"დიახ, დამიკავშირდნენ "სტიაუას" ხელმძღვანელები და მითხრეს, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოგვიწევს თამაში და ძალიან გვჭირდებიო. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ", - გვითხრა გუშინ ჭანტურიამ, რომელსაც რუმინეთში შევეხმიანეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:10 19-03-2015
გიორგი ჭანტურია: დიახ, "სტიაუას" ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
aba verona 4 wlianio? Gvagadavebt?
0
0
ასეთი ტრაბახაე ფეხბურთელი მეორე არ მინახავს. აი, ნახეთ თუ სადღაც უზბეკეთში ან აზერბაიჯანში არ ამოყოს თავი წლის ბოლოს. კარგი რა. ჯერ გადახრი და ჰოპ მერე დაძახე. რით ვერ ისწავლე ჭკუა ამდენ ხანს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული