13:31 19-03-2015
ლეგიონი: "ინტერს" ალეკო ამისულაშვილის გოლი არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს "ინტერმა" შინ 1:2 წააგო "გაბალასთან". 75-ე წუთზე თავი სწორედ ამისულაშვილმა გამოიჩინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მატჩის მოსაგებად. ამისულაშვილის გარდა, კახა ცხადაძის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.
აზერბაიჯანის ჩემპიონატის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი "სიმურგის" უპირობო საგარეო გამარჯვება "ბაქისთან" - 3:0.
ლაშა კასრაძის აზალ-მა საშინაო მატჩში სძლია "ხაზარს" - 3:1. კასრაძე ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო.
საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი შინ 0:1 დამარცხდა "პანთრაკიკოსთან". გიორგი მერებაშვილი და გიორგი ლორია მასპინძელთა გუნდის სასტარტოში იყვნენ.
რუსეთის პირველ დივიზიონში "სახალინი" საკუთარ მოედანზე "ვოლგარს" დაუზავდა - 2:2. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე ითამაშა გიორგი კახელიშვილმა.
"ტიუმენმა" 2:0 მოუგო "სკა ენერგიას". ხაბაროვსკელთა ძირითადში იყვნენ კახა ალადაშვილი და ელგუჯა რუხაია. ეს უკანასკნელი შეცვალეს.
"ტოსნომ" შინ სძლია "ხიმიკს" - 3:1. ოთარ მარცვალაძე და გიორგი ნავალოვსკი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ.
"ტოსნოს" სამარქაფოთა შორის დარჩა მეკარე ნუკრი რევიშვილი, ძირითადში იყო რუსეთის მოქალაქე, მცველი თეთრაშვილი. სტუმართაგან კი ასევე რუსეთის მოქალაქე ჯიქიამ გაიტანა.
აზიის ჩემპიონთა თასზე "ფახთაქორმა" შინ 0:1 წააგო "ალ აინთან". რა თქმა უნდა, სასტარტოში იყო უზბეკთა ქართველი კაპიტანი კახა მახარაძე, თუმცა ამჯერად გოლით ვეღარ გაგვანებივრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ალეკო, გილოცავ, აქვე შეგახსენებ, ახალგაზრდობაში ბევრი გაგიცდა, ამიტომ ახლა 38-წლამდე უნდა ითამაშო მაღალ დონეზე, ქართულ ფეხბურთს სჭირდება შენი დიდი გამოცდილება. გფარავდეს უფალი.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული