ჯაბა ლიპარტია: ახლა რომ ლუგანსკში ვთამაშობდეთ, ანშლაგი იქნებოდა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში ახლახან "ჩერნომორეცის" კარში გამარჯვების გოლით თავი გამოიჩინა ლუგანსკის "ზორიას" 10-იანმა ჯაბა ლიპარტიამ. 27 წლის შემტევი ნახევარმცველი კარგ ფორმაშია.

მასთან ინტერვიუ footboom.com-მა გამოაქვეყნა, რომლის საინტერესო მონაკვეთს აქ გთავაზობთ.

- ზედიზედ მეორე ტურია, გოლი გაგაქვთ. ოპტიმალურ ფორმაში ხართ?
- არა, თუკი მწვრთნელი ხშირად არ მაყენებს სასტარტო შემადგენლობაში, ესე იგი, კიდევ სამუშაო მაქვს. თანაც, "ილიჩევეცის" კარში გოლმა დიდად ვერ გამახარა, რადგან ჩვენ ერთი ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ.

- "ზორიაში" რთული ფინანსური სიტუაციაა, მაგრამ გუნდი მაინც კარგ შედეგებს აღწევს...
- დავალიანებების შესახებ
სჯობს, კლუბის ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ, კარგი შედეგები კი მწვრთნელთა შტაბის და ბიჭების დამსახურებაა. ფეხბურთელები კარგად ვხვდებით, რომ ახლა ქვეყანაში ყველას რთულად აქვს საქმე, ამიტომ ძალიან ბევრს ვშრომობთ. ყველას გვეიმედება, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება. ახლა რომ გავჩერდეთ, საკუთარ თავებს ვავნებთ.

- "ზორია" ისევ მეოთხეა. ევროპალიგის საგზური სულ უფრო ახლოა?
- ჯერ ადრეა ასეთი დასკვნების გამოტანა, ტურნირის დასრულებამდე ბევრი დრო რჩება. მით უმეტეს, რომ უახლოეს ტურებში ძალიან რთული გამოცდები გველის: "ვოლინთან", "დინამოსთან" და "შახტართან". ქულები უნდა მოვიპოვოთ, თორემ კონკურენტები ამით ისარგებლებენ.

- როგორ ფიქრობთ, "ზორია" უკეთესია, ვიდრე შარშან?
- მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მიზანი იგივეა - ევროპალიგის საგზურის მოპოვება. გუნდი ამ გრაფიკს არ ღალატობს და ნამდვილად შემიძლია თქმა, "ზორია" არ დასუსტებულა. ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა გვყავს და ეს ჩვენი უპირატესობაა.

- ძნელია, ლუგანსკში თამაშის საშუალება რომ არ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, "ჩერნომორეცთან" მატჩში ჩვენმა მეკარე სანტინიმ მაყურებლების გადათვლაც კი შეძლო. უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, ახლა ლუგანსკში "ავანგარდზე" ანშლაგი იქნებოდა, იმდენად კარგად ვთამაშობთ.

- "ჩერნომორეცთან" პატივი მიაგეთ პაველ ხუძიკის ხსოვნას. თქვენ იცნობდით მას?
- დიახ, ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით. პაშა კეთილი ბიჭი იყო, ის ჭკვიანი და არასტანდარტული ფეხბურთელი იყო. მე ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი დავკარგე.

შეგახსენებთ, რომ პაველ ხუძიკი "ზორიას" 29 წლის ფეხბურთელი იყო, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა, მაგარი ხარ გაიხარე, მალე საქართველოს ნაკრებში მენახე.
gizog
20:21 19-03-2015
0

სიახლეები პოპულარული