ამ ინტერვიუში ქართველი მცველი აცხადებს, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუკი "ხელრედომზე" უფრო დიდხანს დარჩება. შეგახსენებთ, რომ ახლანდელი კონტრაქტით, 27 წლის კაშია 2016 წლის ზაფხულამდე "ვიტესის" ფეხბურთელია.
"მსურს, უფრო დიდხანს დავრჩე არნემში. შესაძლოა, კარიერის დასრულებამდეც, თუმცა ფეხბურთში წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, გამოჩნდეს უფრო ძლიერ ლიგასა და კლუბში გადასვლის შანსი. მეც, როგორც ყველა სპორტსმენს, მიზნად წარმატებული კარიერა მაქვს დასახული", - განაცხადა ინტერვიუში კაშიამ.
21 მარტს "ვიტესი" "გო ეჰედ იგლსს" ხვდება. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებიან.