არნემულმა გუნდმა მასპინძელ "გოუ ეჰედ იგლზს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-5 წუთზე ზაკარია ლაბიადიმ გახსნა, 65-ეზე კი თავი მარკო ვეინოვიჩმა გამოიჩინა.
ქართველებმა მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარეს.
ამ გამარჯვებით "ვიტესმა" 47 ქულას მოუყარა თავი და ერედივიზიეს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.