ჩვენთვის საინტერესო ამ ინტერვიუში მედიაში გავრცელებული ხმებია, თითქოს, ქართველი მწვრთნელი სალონიკის პაოკ-ის ინტერესთა სფეროში მოხვდა.
პაოკ-ი ამჟამად მე-3 ადგილზეა ბერძნულ სუპერლიგაში 54 ქულით და მას გეორგიოს გეორგიადისი წვრთნის.
"ოფიციალურად არაფერია, არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკება. არაოფიციალურად 15-20 წინადადება მაქვს მიღებული, ოფიციალურად - 4-5.
იყო წინადადებები, რომლებსაც დავეთანხმე, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. როცა ისეთ კლუბზე ვლაპარაკობთ, როგორიც პაოკ-ია, მხოლოდ ერთეულები თუ იტყოდნენ უარს წინადადების მიღების შემთხვევაში", - განაცხადა ქეცბაიამ.