გურამ კაშია: "ფეიენოორდის" დაწევა შეგვიძლია

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებიდან ჰოლანდიაში გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი დაბრუნდნენ და ისინი 4 აპრილს "გრონინგენთან" საშინაო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. ბოლო 9 თამაშიდან 8 მოგებით, არნემული კლუბი დღეისათვის ჰოლანდიაში საუკეთესო ფორმაშია.

ასეთი კარგი თამაშის წყალობით, ქართველთა გუნდისთვის მესამე ადგილი, რომელიც ევროსაგზურს იძლევა, კვლავ რეალური გახდა. ახლა მესამე "ფეიენოორდია" 54 ქულით, "ვიტესს" კი 47 ქულა აქვს.

გურამ კაშია ფიქრობს, რომ 7-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეიძლება. "დიახ, შესაძლებელია მათი დაწევა. მთავარია, ზეწოლა არ შევწყვიტოთ კონკურენტებზე, რომლებიც ქულებს აუცილებლად დაკარგავენ.

ჩვენი მიზანი ამ სეზონში ხუთეულია, კონკრეტული
ადგილი არ დაგვითქვამს. მიმაჩნია, რომ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

კალენდარი ხელს გვიწყობს და მოსაგები თამაშები გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მთავარია, არ იზარმაცოს ვინმემ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

როცა ასეთი კარგი მოგებათა სერია გაქვს, კიდევ უფრო ძნელი ხდება გამარჯვება. ჩემი, როგორც კაპიტნის, დანიშნულება ისიც არის, რომ ბიჭები მუდამ მოგებისთვის იყვნენ დარაზმულები", - განუცხადა Voetbal International-ს ქართველმა მცველმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული