ლეგიონი: ავთანდილ ებრალიძემ და "ჟილ ვისენტემ" "ბრაგასთან" წააგეს

AutoSharing Option
3 აპრილს, პორტუგალიის პრემიერლიგაში 27-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ავთანდილ ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" ბარსელუშში "ბრაგას" უმასპინძლდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა კარში კი ორივე გოლი ზე ლუიშმა მე-4 და მე-15 წუთებზე გაიტანა.

"ჟილ ვისენტე", რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, გასავარდნ ზონაში რჩება - 19 ქულა აქვს და ბოლოდან მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული