გიორგი ლორია პირეოსის "ოლიმპიაკოსსაც" ელაპარაკება

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის ოფი-დან ორივე ქართველი რომ წამოვიდა, ამბავი არახალია. ახლა ორივე თავისუფალი აგენტია და ახალი სეზონისთვის წინადადებებს განიხილავს.

გიორგი ლორია "ლელოსთან" ინტერვიუში იმედს გამოთქვამდა, რომ ახალ გუნდს მალე მოძებნიდა და კონტრაქტზე ზაფხულის სატრანსფერო "ფანჯრის" გახსნამდე შეუთანხმდებოდა - თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონეს ამის უფლება გააჩნდა.

ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ გიორგი ისევ საბერძნეთში გაემგზავრა. საქართველოს ნაკრების 28 წლის მეკარე სალონიკში მოლაპარაკებას ბერძნულ სუპერლიგაში მესამე ადგილზე მყოფ პაოკ-თან მართავდა. ბერძნული მედია ვარაუდობდა, რომ ლორია კარიერას სწორედ ამ კლუბში გააგრძელებდა, თუმცა მხარეები
ფინანსურ პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ.

პაოკ-ი ლორიას ერთადერთი ვარიანტი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯით უფრო პოპულარული ბერძნული კლუბი, პირეოსის "ოლიმპიაკოსიცაა" დაინტერესებული და მოლაპარაკება მასთანაც ჰქონდა.

ამჟამად ლორია საქართველოშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული