გურამ კაშია: ეს სამი მატჩი უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
არნემის "ვიტესს" დარჩენილი 5 ტურიდან უახლოესი სამი შედარებით სუსტ მეტოქეებთან აქვს. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა აღნიშნავს, რომ სუსტ მეტოქეებთან გუნდს სიფრთხილე მართებს.

11 აპრილს "ვიტესი" "ექსელსიორს" ეწვევა, 18-ში "დორდრეხტს" მასპინძლობს, 24-ში "დენ ჰააგს" ესტუმრება.

"სეზონის ბოლოს ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. კლუბებს, რომლებიც დარჩენისთვის იბრძვიან, სერიოზული ბრძოლის შემოთავაზება შეუძლიათ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ჩვენ ამ სამი მეტოქის დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია და უნდა მოვიგოთ", - განუცხადა destentor.nl-ს კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესი" 48 ქულით მეხუთე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული