გურამ კაშია ერედივიზიეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
soccernews.nl-მა ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ქართველთა "ვიტესმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ექსელსიორი". გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ვაკომ სტუმართა მესამე გოლის ასისტენტობაც იტვირთა.

სიმბოლურ ნაკრებში "ვიტესის" ორი ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის ერთი გუნდის კაპიტანი კაშიაა.

"ექსელსიორთან" სტუმრად მოთამაშე "ვიტესის" დაცვაში გურამ კაშია აუღებელი ციხესიმაგრესავით იყო. შესაძლოა, არნემელთა კაპიტანი ყველაზე რაფინირებული ფეხბურთელი არაა, მაგრამ მასავით გუნდის დაცვა არავის შეუძლია. ის ყოველთვის მშვიდია და თანაგუნდელებსაც გადასდებს ხოლმე ამ სიმშვიდეს", - წერს საიტი. 

soccernews.nl-ს ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული