კინგსლი კომანი - ლევან მჭედლიძის მომავალი კონკურენტი "ემპოლიში"?

AutoSharing Option
calcioline.com-ის ინფორმაციით, სეზონის მერე ტურინის "იუვენტუსი" ახალგაზრდა ფორვარდ კინგსლი კომანს "ემპოლიში" გაუშვებს. გამოცემა ვარაუდობს, რომ თუ ასე მოხდა, კომანი უმალ გახდება "ემპოლის" ნომერ პირველი ფორვარდი, რადგან ის ძალიან ნიჭიერია, რაც "იუვენტუსშიც" კი გამოავლინა, როცა შანსი მიეცა.

ბუნებრივია, ეს ლევან მჭედლიძისთვის კიდევ ერთი კონკურენტის დამატების ტოლფასია, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ისედაც იშვიათად ხვდება "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში.

აი, რა თქვა "ემპოლის" პრეზიდენტმა ფაბრიციო კორსიმ:

"კომანი საინტერესო ვარიანტია. ჩვენ მომავალ სეზონში პუჩარელისა და მჭედლიძის საფეხბურთო ზრდის დასრულებასაც ველით".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას კიდევ კონკურენტი უნდოდა ?
მწარე
11:44 15-04-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული