ირაკლი მაისურაძე: "ანორთოსისი" საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში კვიპროსული "ანორთოსისის" წარმოდგენა ქართველი ფეხბურთელების გარეშე შეუძლებელია. ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია გუნდის ლიდერები არიან.

კვიპროსულ მედიაში ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კლუბი ორივე ჩვენებურს ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. რას ფიქრობენ ქართველები?

"ლელო" 26 წლის მაისურაძეს დაუკავშირდა და ამ თემის გარდა, სხვა საკითხებზეც ელაპარაკა:

"მართალია, კლუბმა მეც და გიორგი აბურჯანიასაც შემოგვთავაზა ხელშეკრულების გახანგრძლივება, მაგრამ ჯერჯერობით, პასუხი არ გვითქვამს. დრო არის და რატომ უნდა ვიჩქაროთ?" - გვითხრა ირაკლიმ.

მაისურაძე "ანორთოსისის" ლიდერთაგანია. საინტერესოა, ხომ არ არის რომელიმე კლუბის მხრიდან მის
მიმართ კონკრეტული ინტერესი?

"არის ინტერესი, ოღონდ ჯერ დაკონკრეტება ადრეა. კვიპროსიდან ნამდვილად არის და სხვა ქვეყნიდანაც ველოდები, თუმცა ჯერ ადრეა. სეზონი არ დასრულებულა და ამ ეტაპზე მხოლოდ "ანორთოსისზე" ვარ კონცენტრირებული", - აცხადებს მაისურაძე.

ირაკლის კვიპროსის ჩემპიონატის სათამაშო სტილისა და დონის დახასიათებაც ვთხოვეთ.

"ძალიან კარგი ჩემპიონატია. აქ ყველა გუნდი შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. იშვიათია, ვინმე დაცვაში რომ "გამოიკეტოს". მე ძალიან მომწონს ასეთი სტილი", - ამბობს რუსთავის "მეტალურგისა" და გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი.

კვიპროსში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. საინტერესოა, ახერხებენ თუ არა ისინი ერთად შეკრებას?

"როცა თავისუფალი დრო გვაქვს და ამის საშუალება არის, სულ ერთად ვართ. ახლაც ასეა - თქვენ რომ გესაუბრებით, ჩვენი ბიჭები ჩემ გვერდით არიან", - ამბობს მაისურაძე.

Sportall.Ge

ამჟამად "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და ევროზონაში მოხვედრის იმედი ჯერ არ გადაუწურავს. მაისურაძე ასე აფასებს გუნდის სატურნირო მდგომარეობას:

"ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და ახლა ყალიბდება სერიოზულ ძალად. ამის გათვალისწინებით, ნორმალური სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ".

დაბოლოს, მაისურაძეს ისიც ვკითხეთ, რომელ ადგილს დაიკავებდა "ანორთოსისი", საქართველოს ჩემპიონატში რომ თამაშობდეს.

"ჩემი აზრით, "ანორთოსისი" საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა", - ასრულებს ირაკლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბებია გიჩხავის!
feola
12:42 17-04-2015
0
ნუ გგონიათ ქართული გუნდები ასე სუსტები უბრალოდ სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობენ თუ არა არც ისე ადვილია მათი მოგება 'ბურსა' გახსოვთ?
chero
20:50 15-04-2015
0

სიახლეები პოპულარული