მოლდოვის ჩემპიონატში "დაჩია" 42 ქულით მე-2 ადგილზეა, 17 აპრილს კი გუნდს დიდი გამოცდა ელის - "შერიფს" მასპინძლობს (ასევე 42 ქულით მესამე ადგილზეა), რომლის სპორტული დირექტორიც ვაჟა თარხნიშვილია.
"დაჩიას" საიტმა ჩვენებურთან მცირე ინტერვიუ შემოგვთავაზა:
- "შერიფის" წინააღმდეგ ჯერ არ გითამაშიათ. რა იცით ამ გუნდის შესახებ?
- დიახ, ჯერ არასოდეს მითამაშია, მაგრამ აქ ყველა ამ დაპირისპირებას ელის. გუნდი ემზადება და
- თამაშზე როგორი განწყობით გახვალთ?
- აუცილებლად კარგი განწყობით და არა მარტო მე, მთელი გუნდი.
- ჩემპიონატში ერთი გოლი გაქვთ გატანილი. "შერიფთან" გააორმაგებთ მონაგარს?
- ღმერთმა ქნას, შევძლო "შერიფთან" თავის გამოჩენა, რაც მოლდოვაში ყველა ფეხბურთელს სურს.
- უკვე რამდენიმე თვეა, მოლდოვაში ხართ. როგორ მოგწონთ აქაურობა?
- ნორმალური ვითარებაა. მე მაკმაყოფილებს "დაჩია", ბიჭები, მწვრთნელები, ხელმძღვანელობა. აქ ყველაფერი ნორმალურადაა. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ბოლოს ყველა კმაყოფილი იქნება მიღწეული შედეგით.
- კიშინიოვში როგორ მოეწყვეთ?
- ჯაბა დვალთან ერთად ბინა დავიქირავე. კიშინიოვი ლამაზი ქალაქია. ვარჯიშების შემდეგ, ძირითადად, სახლში ვისვენებთ, თუმცა ხანდახან ქალაქის ცენტრშიც გავდივართ გასართობად.