დავით სირაძე: "დაჩიაში" ყველაფერი მაკმაყოფილებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი, 33 წლის დავით სირაძე ზამთარში კიშინიოვის "დაჩიაში" გადავიდა. მან სამ შეხვედრაში მიიღო უკვე მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

მოლდოვის ჩემპიონატში "დაჩია" 42 ქულით მე-2 ადგილზეა, 17 აპრილს კი გუნდს დიდი გამოცდა ელის - "შერიფს" მასპინძლობს (ასევე 42 ქულით მესამე ადგილზეა), რომლის სპორტული დირექტორიც ვაჟა თარხნიშვილია.

"დაჩიას" საიტმა ჩვენებურთან მცირე ინტერვიუ შემოგვთავაზა:

- "შერიფის" წინააღმდეგ ჯერ არ გითამაშიათ. რა იცით ამ გუნდის შესახებ?
- დიახ, ჯერ არასოდეს მითამაშია, მაგრამ აქ ყველა ამ დაპირისპირებას ელის. გუნდი ემზადება და
ვნახოთ, რა იქნება. "შერიფი" კარგი გუნდია და ყველას კარგი თამაში გველის. იმედია, ჩვენ მოვიგებთ.

- თამაშზე როგორი განწყობით გახვალთ?
- აუცილებლად კარგი განწყობით და არა მარტო მე, მთელი გუნდი.

- ჩემპიონატში ერთი გოლი გაქვთ გატანილი. "შერიფთან" გააორმაგებთ მონაგარს?
- ღმერთმა ქნას, შევძლო "შერიფთან" თავის გამოჩენა, რაც მოლდოვაში ყველა ფეხბურთელს სურს.

- უკვე რამდენიმე თვეა, მოლდოვაში ხართ. როგორ მოგწონთ აქაურობა?
- ნორმალური ვითარებაა. მე მაკმაყოფილებს "დაჩია", ბიჭები, მწვრთნელები, ხელმძღვანელობა. აქ ყველაფერი ნორმალურადაა. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ბოლოს ყველა კმაყოფილი იქნება მიღწეული შედეგით.

- კიშინიოვში როგორ მოეწყვეთ?
- ჯაბა დვალთან ერთად ბინა დავიქირავე. კიშინიოვი ლამაზი ქალაქია. ვარჯიშების შემდეგ, ძირითადად, სახლში ვისვენებთ, თუმცა ხანდახან ქალაქის ცენტრშიც გავდივართ გასართობად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული