მათეგოლი - ვაწაძემ "ორჰუსის" უმნიშვნელოვანეს მატჩში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის რანგით მეორე ლიგის მორიგ ტურში "ორჰუსმა" უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი მოუგო "კიოგეს" - 2:1.

გუნდის წარმატებაში სოლიდური ქართული წილიცაა - მათე ვაწაძემ, ვინც ძირითად შემადგენლობაში იყო, 45-ე წუთზე "ორჰუსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

სტუმართა მეორე ქართველი დავით სხირტლაძე კი მინდორზე 87-ე წუთზე შევიდა, ხოლო ტრავმირებულ დავით დევდარიანს არ უთამაშია.

დანიის მეორე ლიგის სატურნირო ცხრილში "ორჰუსი" 45 ქულით მეორე ადგილზეა, რაც ელიტაში აღზევების საშუალებას იძლევა.

* * *
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ფახთაქორმა" კახა მახარაძის გარეშე შინ 2:1 მოუგო "შურტანს". უზბეკთა ქართველ კაპიტანს
მსუბუქი ტრავმა აქვს და მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები მათე, კიდევ ბევრი გოლები გაგეტანოს.
გიო
15:39 18-04-2015
0
ისისც გეთქვათ რომ 14 გოლით რომ საუკეთესო ბომბარდირია ლიგაში მაგარი ბიჭია ვაწაძე და არ უნდა დაიკარგოს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული