ვაკო ყაზაიშვილის ბენეფისი - დუბლი ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში არნემის "ვიტესმა" "დორდრეხტს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა გურამ კაშიამ (გააფრთხილეს), ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბენეფისი მოიწყო - 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ვაკოს ანგარიშზე ჰოლანდიის ჩემპიონატში უკვე 8 გოლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ამ სეზონში მეორე შემთხვევაა, როცა ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაშიც (მაშინ სულაც ჰეთ თრიკს გამოჰკრა ხელი) "ვიტესის" მეტოქე "დორდრეხტი" იყო.

22 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის აქამდე საუკეთესო შარშანდელი სეზონი იყო, როცა ერედივიზიეში 4 გოლის
გატანა შეძლო.

"ჩემთვის განსაკუთრებულია, რომ ამ კლუბს უკვე ხუთი გოლი გავუტანე. პირველ ტაიმში მეტოქე აგრესიულად თამაშობდა და გვიჭირდა. მეორეში კი უკვე ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ეს შედეგშიც აისახა", - განუცხადა მატჩის გმირმა კლუბის ვებსაიტს.

ამ ტურში "პსვ ეინდჰოვენმა" ნაადრევად გაინაღდა ჩემპიონობა, ქართველთა "ვიტესი" კი 54 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
Tsarmatebebs gisurveb,magari xar!
zaza
03:51 20-04-2015
0
ბრავო ვაკო, ძაან მაგარია. მთავარია მსგავსი წარმატებების მერე კიდევ უფრო მონდომებულად ივარჯიშო და არ დაემსგავსო უმეტეს ქართველ "ნიჭიერ" ფეხბურთელებს. წარმატებები ვაკოს და კაშიას!
georgiano
01:07 20-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული