შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა, ჯაბა კანკავამ უკრაინელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა.
კიევში "დნიპროს" 20 ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის, ჯაბა კანკავა. მწვრთნელმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა "ოლიმპიკთან" მატჩში. მიუხედავად ამისა, "დნიპრომ" 5:0 მოიგო. არ უთამაშია არც ჯაბას.