სანდრო კობახიძე: გამოდის, რომ რეალობის მძევალი ვარ

AutoSharing Option
MatchDay-მ ინტერვიუ გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრებისა და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძესთან, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ.

- სანდრო, თქვენ კიევის "დინამოსთან" პენალტი გამოიმუშავეთ, თქვენი გუნდი კარგა ხანს წინ იყო, მაგრამ 1:3 დამარცხდით. როგორ კომენტარს გაუკეთებდით ამ თამაშს?
- სიმართლე გითხრათ, ძნელად თუ ვხსნი, რატომ თამაშობს ასე ცუდად მეორე ტაიმებს გუნდი, "დინამოსთან" თამაში ხომ ერთეული შემთხვევა არ იყო. მეორე ტაიმებში ხშირად ვუშვებდით ხელიდან მოგებას. ისეთი გუნდი, როგორიც "დინამოა", შეცდომებს არ გაპატიებს. მეორე ტაიმში ხშირად ვერ ვასწრებდით, მეტოქეს ცარიელი ზონები ექმნებოდა. კიეველებმა მხოლოდ
იმიტომ მოიგეს, რომ ჩვენ ამის უფლება მივეცით.

- უკვე სამი ტურია, ვერ იგებთ. ფსიქოლოგიურად მოქმედებს ეს თქვენზე?
- ყოველთვის ცუდია წაგებები, მარტო ტაიმებს ხომ არ ვითამაშებთ, ამ შემთხვევაში სამეულში ვიქნებოდით. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ყველა შემთხვევაში, სამუშაო გვაქვს ბევრი, მომდევნო მატჩებში ქულების მაქსიმუმის აღებას შევძლებთ.

- ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ "ვოლინს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?
- ახლა მთლიანად უკრაინული ფეხბურთია კრიზისში, "ვოლინი" არ არის გამონაკლისი. დიახ, ახლა გუნდში ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს, მაგრამ გუნდი ისევ იბრძვის. იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და სიტუაციაც გამოსწორდება.

- თქვენ "ვოლინში" იჯარით თამაშობთ. სეზონის მერე დაბრუნდებით "დნიპროში" თუ ისევ "ვოლინში" გააგრძელებთ კარიერას?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი. "დნიპროსთან" კონტრაქტი კიდევ 2,5 წელი მაქვს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მე რეალობის მძევალი ვარ. სეზონს ჩავამთავრებთ და ვნახოთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თბილისის დინამოში დაბრუნდი დნიპრო კია არა იქნებ ლიგაზე გაძვრეთ...
0

სიახლეები პოპულარული