ჯანლუკა მარინი: მერებაშვილი შეიძლება საფრანგეთში ან რუმინეთში გადავიდეს

AutoSharing Option
gazzetta.gr გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ლორიას აგენტ ჯანლუკა მარინის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს ახალ ამბებს ქართველ ფეხბურთელთა შესაძლო ტრანსფერებზე.

მარინი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, აკაკი ხუბუტიას აგენტიცაა. ის უარყოფს, რომ მერებაშვილთან დაკავშირებით პაოკ-თან მიღწეულია შეთანხმება.

"როგორც უკვე ვთქვი, ყველა სიახლე ოფიციალურად გამოქვეყნდება პაოკ-ის მიერ. პაოკ-თან მიდის მოლაპარაკება, მაგრამ გიორგი ლორიას ბოლო 10 დღეა, ფეხბურთისთვის არ სცხელა, ოჯახური პრობლემები აქვს. ამიტომ მას ჯერ კარიერაზე ფიქრისთვის არ სცალია".

იტალიელი აგენტი უფრო კონკრეტულად საუბრობს მერებაშვილის პაოკ-ში გადასვლის შანსებზე.

"ვიღებ ზარებს მენეჯერებისგან, რომელთაც
არცკი იციან, ვის ენდონ. მერებაშვილზე დიდი დაინტერესებაა, თუმცა "ატრომიტოსთან" მოლაპარაკება არ გვიწარმოებია.

საქმე იმაშია, რომ ოფი-ში მერებაშვილი ისედაც საკმაოდ ცუდ ფინანსურ პირობებზე გადმოვიდა, თბილისის "დინამოში" ის უფრო მეტს იღებდა, თუმცა მისთვის მთავარი უფრო მაღალ დონეზე თამაში იყო. კლუბების უმრავლესობამ ეს ვერ გაიგო და დაახლოებით ისეთ პირობებს სთავაზობენ, როგორიც ოფი-ში ჰქონდა.

ასე რომ, უფრო რეალურია მისი გადასვლა საფრანგეთში ან რუმინეთში. სამწუხაროა, რომ მერებაშვილს ბერძნულ ლიგაში შესაფერის თანხას ვერ სთავაზობენ".

ჯანლუკა მარინიმ აკაკი ხუბუტიას შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხუბუტია "კერკირაში" ბოლო დროს ტრავმის გამო ვერ თამაშობს. იტალიელს არ მოსწონს, როგორ ექცევიან ქართველ ლეგიონერს კლუბში:

"სამწუხაროდ, ის არასწორ ხალხს ენდო. მან თავისი ხარჯებით დაიწყო ბელგრადში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მკურნალობა. ხუბუტია სეზონის შემდეგ "კერკირას" დატოვებს", - განაცხადა მარინიმ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ადმინ, ამ ფსიქიკური ტრავმის მქონე ადამიანების კომენტარებს რატომ აქვეყნებთ?!
giorgi
19:42 23-04-2015
0
ბოლოს ბოლნისის სიონში მივა ეს :DDD
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული